აშშ-ში ტექსასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში შეიარაღებულმა პირმა მეორადი ნივთების ბაზრობაზე ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
ადგილობრივი შერიფის, ედ გონზალეზის თქმით, სიცოცხლისთვის კრიტიკული დაზიანებები არც ერთ მსხვერპლს არ მიუღია და ყველა მათგანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაზრობაზე მოქალაქეები ცეკვებს ასრულებდნენ, როდესაც სროლა დაიწყო. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს, პოლიცია ცდილობს თავდასხმის მოტივი გამოიძიოს.