ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობის დონე 3.5%-მდე შემცირდა, რაც ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
შტატების დასაქმებისა და შრომის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში უმუშევრობის დონე 3.7-დან 3.5%-მდე შემცირდა, რაც დამატებით 136 ათას ახალ სამუშაო ადგილს უდრის. მათი თქმით, უმუშევრობის დონე მრეწველობის გარდა, დასაქმების თითქმის ყველა სფეროში შემცირდა.აღსანიშნავია, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მაჩვენებელი გასული 4 თვის მონაცემებს შორის ყველაზე დაბალია. ბოლო თვეების განმავლობაში, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მთავარ მიზეზად, შტატების ხელისუფლების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯები სახელდება.