ჩინეთმა აგვისტოს ეკონომიკური მონაცემები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ჩინეთიდან ექსპორტი შემცირებულია. ამის მთავარი მიზეზი კი ჩინეთ-ამერიკას შორის არსებული დაძაბული სავაჭრო ურთიერთობებია. მსოფლიოს მეორე ეკონომიკაში აგვისტოში წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 1%-ით არის შემცირებული და ეს არის ყველაზე დიდი ვარდნა ივნისის შემდეგ, როცა ექსპორტი 1,3%-ით შემცირდა.ჩინეთის ექსპორტი მნიშვნელოვანდ - 16%-ით არის შემცირებული შეერთებულ შტატებში. ექსპერტების ვარაუდით, ექსპორტის კლება კიდევ უფრო თვალშისაცემი იქნება სექტემბერში, ვინაიდან 1-ლი სექტემბრიდან ვაშინგტონმა 15%-იანი ახალი სატარიფო პოლიტიკა აამოქმედა. ანალიტიკოსების ვარაუდით, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება მას შემდეგ, რაც 1-ელ ოქტომბერს და 15 დეკემბერს დაანონსებული საბაჟო ტარიფები შევა ძალაში.აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ექსპორტი შემცირებულია ასევე სამხრეთ კორეაში, ევროპაში, ავსტრალიასა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, თუმცა, გაზრდილია იაპონიასა და ტაივანში.