ბრიტანულ-შვედური კომპანია AstraZeneca ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანიას Alexion-ს 39 მილიარდ დოლარად ყიდულობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად AstraZeneca ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმება 2021 წლის მესამე კვარტალში დასრულდება. შეთანხმების პირობების თანახმად კი, Alexion-ის მფლობელებს AstraZeneca-ს აქციების 15% ერგებათ.
ცნობისთვის, Alexion არის რთული და იშვიათი დაავადებების სამკურნალო პრეპარატების მწარმოებელი კომპანია, რომელიც მუშაობს ნევრალგიის, ნეფროლოგიის, ნივთიერებათა ცვლის, ონკოლოგიისა და სისხლის დაავადებების მიმართულებით.