ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო ათენში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აშშ-ის საელჩოს მიმართულებით ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილები" და ქვები ისროლეს. საპასუხოდ სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. საპროტესტო აქციაში 3000-ზე მეტი მოქალაქე მონაწილეობდა. დემონსტრანტებს ეჭირათ პლაკატები წარწერებით, "შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია", "ვეღარ ვსუნთქავ".
შაეგახსნებთ, რომ აშშ-ში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, სოლიდარობის აქცია მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნებში იმართება.