პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით სპილენძისა და ალუმინის სადენების ახალ საწარმო გაიხსნა.
საწარმო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ოფიციალურად გახსნა. საწარმოში ინვესტიცია განახორციელა თურქულმა კომპანიამ „Koç Kablo“. საწარმო აღჭურვილია მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიით, რაც სრულად ავტომატიზებულ წარმოებასა და დაბალ საწარმოო ფასს უზრუნველყოფს.
ახალ საწარმოში 100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა და 15 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა