"აუდიტორია 115"-ის ორგანიზებით საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ქვეყანაში შექმნილი შრომის პოლიტიკა და სამუშაო ადგილებზე არსებული ვითარება გააპროტესტა. ამასთან, აქციის მონაწილეების განცხადებით, გადასახედია შრომის კოდექსი.