01:38
12 აგვისტო, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
08-07-2020

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 7 ივლისს, 70 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ კი 132 მილიონ 10 ათასი ლარი შეადგინა.

ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.2 პროცენტით, მაქსიმალური 8.55 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.371 პროცენტით განისაზღვრა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები