დიდი ბრიტანეთი Brexit-ის შესახებ პოლიტიკურ დისკუსიებშია ჩაფლული, ამის პარალელურად კი შემდეგ თვეში ლონდონის სოტბის აუქციონზე ბენქსის ნახატს გაიტანენ გასაყიდად, რომელზეც შიმპანზეების მიერ "ოკუპირებული" ბრიტანეთის პარლამენტის სხდომათა დარბაზია ასახული. ამის შესახებ CNN-ი წერს.ბექსიმ ეს ნახატი Brexit-ამდე დიდი ხნით ადრე, 2009 წელს შექმნა. ივარაუდება, რომ აუქციონზე ნახატის ღირებულება სავარაუდოდ 2.5 მილიონ დოლარს მიაღწევს. აუქციონი 3 ოქტომბერს შედგება.