საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ტყვიის შემცველობაზე სანელებლები, ბოლოს 2018 წელს შეამოწმა, ოფიციალური ინფორმაციით 137 შემოწმებული ეგზემპლარიდან, ტყვიით დაბინძურებული მხოლოდ 8 აღმოჩნდა. არსებობს სხვა კვლევებიც, რომელიც არასერთიფიცირებულმა ლაბორატორიებმა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც ტყვიით განსაკუთრებით დაბინძურებული ის სანელებლები აღმოჩნდა, რომელიც მკვეთრი ფერით გამოირჩეოდა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ სუნელ-სანელებლები საღებავით შეღებილი იყო და სწორედ საღებავი შეიცავდა დიდი რაოდენობით ტყვიას. სამწუხაროთ ლაბორატორიული კვლევის გარეშე ვერ დაადგენთ შეიცავს თუ არა პროდუქტი ტყვიას, თუმცა გარკვეული რეკომენდაციები არსებობს. პირველ რიგში უმჯობესია, თუკი არ შეიძენთ დაფქულ პროდუქტს და რეალიზატორს მას თქვენ თვალწინ დააფქვევინებთ. სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ 2018 წლის 7 თებერვალს ძალაში შესული დადგენილების მიხედვით, რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული ან/და გადამუშავებული სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება შესაძლებელია მხოლოდ დაფასოებული სახით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეტიკეტირების მოთხოვნების დაცვით; დაუფასოებელი (დაფქული) სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება (მათ შორის, ფიზიკური პირების მიერ) შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის თვალწინ, ადგილზე ხდება სუნელებისა და სანელებლების დაფქვა. თუმცა მიუხედავად ამ დადგენილებისა, მაინც იყიდება აღნიშნული პროდუქტები უკვე დაფქულ მდგომარეობაში, ამიტომ შეძენისას აუცილებლად მოთხოვეთ რეალიზატორს თქვენ თვალწინ დაფქვას ნებისმიერი სანელებელი.