ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის რაიონში. ინციდენტი სოფელ შაშიანტან მოხდა. თელავისკენ მიმავალი ოპელის მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავი კრიმინალური პოლიციის პიკაპს შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაზიანდა ორივე ავტომობილი და მსუბუქად დაშავდა ოპელის ერთი მგზავრი. წინასწარი ინფორმაციით, ავარია მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიზეზით მოხდა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
იხილეთ: