თბილისში, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ღამის 3 საათზე, მაღალი სიჩქარით მოძრავმა Toyota Yaris მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა, ელექტრო ბოძს შეეჯახა, ტრაექტორია დაკარგა და გზიდან გადავარდა. შემთხვევა უმსხვერპლოდ დასრულდა. ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო. ადგილზე დროულად მივიდა საპატრულო, სასწრაფო, სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები. პატრულის თანამშრომლის თქმით მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.