ავარია კახეთში - ავტომობილი ხეს შეეჯახა, დაშავებული 18 წლის ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზეა - Palitra News

ავარია კახეთში - ავტომობილი ხეს შეეჯახა, დაშავებული 18 წლის ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზეა

2017-05-10 14:13:16+04:00

თელავის რაიონის სოფელ აკურაში "opel"-ის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაშავებული თავის და სხეულის სხვადასხვა მოტეხილობებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მძიმეა 18 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მართვის სუნთქვაზეა. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.