რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ფიროსმანისა და სპორტის ქუჩების გადაკვეთაზე "ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომობილი თავდაპირველად "მერსედესს" შეეჯახა, შემდეგ კი ხეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავარიის შედეგად მსუბუქი, ზედაპირული დაზიანებები მიიღეს "ბე-ემ-ვე"-ში მსხდომმა სამმა მამაკაცმა, ასევე მსუბუქად დაშავდა "მერსედესის" მძღოლი ქალბატონი.დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
"ინფორუსთავის" ვიდეომასალა