თბილისში, ჯორჯ ბუშის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს მსუბუქი მარკის ორი ავტომობილი დაეჯახა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამაშველო ბრიგადები იყვნენ მობილიზებული.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.