ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. "ოპელის" მარკის ავტომობილი ორ ქალბატონს დაეჯახა, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.გავრცელებული ინფორმაციით, მათ მოტეხილობები აღენიშნებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებს მძღოლის ვინაობა დადგენილი აქვთ. ამ დროისთვის ავტომობილი საჯარიმოზეა გადაყვანილი.საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.