33 წლის სალომე გოგეშვილის ცხოვრება ავტოსაგზაო შემთხვევამ რადიკალურად შეცვალა. 2015 წლის 17 აგვისტოს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარიისას მან მარჯვენა ხელი დაკარგა. ამის შემდეგ იყო დეპრესია, საკუთარ მდგომარეობასთან ძნელად შეგუება და სუიციდის მცდელობა. შემდეგ მიხვდა, რომ ცხოვრება უნდა გაეგრძელებინა. სამსახურის ძებნა დაიწყო, უამრავ ადგილას გააგზვანა ავტობიოგრაფია და არ მალავდა საკუთარ მდგომარეობას. თუმცა ყველა უარით ისტუმრებდა.
წარსული ცხოვრების გარდაცვალებიდან და თავიდან დაბადებიდან 1 წელზე მეტი გავიდა. ამ შემთხვევამ ყველაზე ძლიერი გახადა და დაანახა ის, რასაც აქამდე ვერ ხედავდა. დღეს იმაზე მხიარულია, ვიდრე ადრე, ავარიამდე ცხოვრების პერიოდში. ახლა უფრო უყვარს სიცოცხლე და მთელი სამყარო. გადარჩა და გაძლიერდა, გაძლიერდა და კიდევ ძლიერდება. 2 შვილი - 17 წლის მარიამი და 11 წლის სოფიო უნდა გაზარდოს. სალომე ახლა ცეკვაზე და სპორტზე დადის. უამრავია ადამისთვის მაგალითის მიმცემი უნდა გახდეს.