ჯეიმს კამერონის მორიგმა შედევრმა, რომელიც სამართლიანადაა მიჩნეული მისი შემოქმედების საუკეთესო ნამუშევრად, არა იმდენად ორიგინალური სიუჟეტით აღაფრთოვანა მაყურებელი, რამდენადაც შთამბეჭდავი სპეცეფექტებით და იმ არაჩვეულებრივი სამყაროთი, რომელიც დღესაც სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ეტალონად ითვლება. ფილმის სიუჟეტი კამერონმა ჯერ კიდევ 1995 წელს მოიფიქრა და სცენარის პირველი ვერსიაც დაწერა, თუმცა სპეცეფექტების სირთულემ და მასშტაბურობამ, თითქმის 15 წლით აიძულა პროექტის გადადება. ამასთანავე, რეჟისორი საკმაოდ სოლიდური თანხის - სულ მცირე 400 მლნ. დოლარის დახარჯვას გეგმავდა ფილმის შექმნაზე, რომლის გამოყოფა ვერცერთმა კინოსტუდიამ ვერ გაბედა. კამერონი დამოუკიდებლად შეუდგა ურთულესი პროექტის განხორციელებას და ის რევოლუციური ტექნოლოგია შეიმუშავა, რომელმაც „ცოცხალი“ მსახიობების და კომპიუტერული პერსონაჟებთან მონიტორზე ერთდროულად დანახვის და ამით გადაღების პროცესის მნიშვნელოვნად გამარტივების საშუალება მისცა.