"ავერსის" კლინიკის მარნეულის ფილიალში გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა. მარნეულის ფილიალში 2011 წლიდან დღემდე 6300 ბავშვია დაბადებული, აღნიშნული ღონისძიებაც სწორედ ამ ბავშვებისთვის გაიმართა. „ავერსის კლინიკის“ პირველი ფილიალი მარნეულში 2007 წელს გაიხსნა. რეგიონში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროება გაჩნდა ავერსის კლინიკას სამშობიარო სახლი გაეხსნა, რაც 2011 წელს განხორციელდა. ქვემო ქართლის რეგიონში ავერსის კლინიკის მარნეულის ფილიალი 10 წლის განმავლობაში წარმატებით ფუნქციონირებს. 2017 წლიდან დღემდე ავერსის კლინიკის მარნეულის ფილიალში სამედიცინო მომსახურება 65 000-ზე მეტ პაციენტს გაეწია და 6000-ზე მეტი ახალშობილი დაიბადა.