19:18
26 თებერვალი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
"ავერსმა" და საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა მემორანდუმი განაახლეს
29-01-2020

„ავერსის“  საქველმოქმედო ფონდმა და „ავერსის კლინიკამ“ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან დადებული მემორანდუმი განაახლა. მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ იღებს ვალდებულებას, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრებს და ვეტერან სპორტსმენებს უფასოდ გაუწიოს სამედიცინო მომსახურება „ავერსის“ კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს მკურნალობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტით. მემორანდუმი პირველად 2009 წლის 19 თებერვალს გაფორმდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები