ქაბულში აფეთქების შედეგად პარლამენტის წევრი დაშავდა. ფაკორი ბეჰიშტი შვილთან ერთად საკუთარი ავტომობილით მოძრაობდა, როდესაც მისი მანქანა აფეთქდა. აფეთქების შედეგად გამვლელებიც დაშავდნენ. მომხდარს ავღანეთის პარლამენტის უსაფრთხოების დეპარტამენტი ადასტურებს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. გასულ კვირას თავდასხმა პარლამენტის კიდევ ერთ წევრზე განხორციელდა, როდესაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, პარლამენტის წევრი კი გადარჩა.