ავღანეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად ქართველი სამხედროები დაშავდნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს მოქალაქეები მსუბუქად არიან დაშავებული. ამასთან, როგორც თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, თავდაცვის ძალების მართვის ცენტრი გადასულია საგანგებო მდგომარეობაზე.