ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაღუპულ ქართველ სამხედროს მდინარი ბებიაშვილს დღეს აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით საქართველოში ჩამოასვენებენ.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული ქართველი სამხედროს გადმოსვენებასთან დაკავშირებით აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიალი ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის თანხლებითა და სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული სამგლოვიარო მარშის აკომპანირებით გაიმართება.