ავღანეთის კუნდუზის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 6 კი დაშავდა.
მედიის ინფორმაციით, გზის პირას დამონტაჟებული ბომბი მაშინ აფეთქდა, როდესაც იქ პატარა სატვირთო ავტომობილმა გაიარა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაჭრილი პირებიდან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.
აღსანიშნავია, რომ ტერიტორიას, სადაც აფეთქება მოხდა, რადიკალური დაჯგუფება "თალიბანი" აკონტროლებს, თუმცა მათ მომხდარზე ჯერ პასუხისმგებლობა არ აუღიათ.