ავღანეთის ჩრდილო ფარვანის პროვინციაში საგუშაგოზე თავდასხმის შედეგად, 7 ავღანელი სამხედრო დაიღუპა. ოფიციალური პირები თავდასხმაში "თალიბანს" ადანაშაულებენ.
ცნობისთვის, ეს პირველი შეტაკებაა, რომელიც სამდღიანი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ მოხდა.
თავად "თალიბანი" საგუშაგოზე თავდასხმას ჯერჯერობით არ აღიარებს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. რამდენიმედღიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში, ავღანეთის მთავრობამ "თალიბანის" 1000 დაპატიმრებული წევრი, ციხეებიდან გაათავისუფლა.