ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ქართველი სამხედროები არ არიან, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს. უწყების განმარტებით, ქართველი სამხედროები, ფარვანის პროვინციაში იმყოფებიან, თუმცა აფეთქება ჩეხი სამხედროების სექტორში მოხდა.შეგახსენებთ, რომ ავღანეთის აღმოსავლეთში, ფარვანის პროვინციაში, თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის 3 წევრი დაიღუპა. აფეთქების შედეგად ასევე დაშავდა მისიის კიდევ ერთი ამერიკელი წევრი და ორი ავღანელი სამხედრო.