ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე პროვინცია ბადახშანში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაშავებული ათობით ადამიანი. როგორც ცნობილი გახდა, ზვავმა პროვინციის ორი სოფელი მთლიანად დაფარა. ანალოგიური მდგომარეობაა ასევე პაკისტანის მთიანეთშიც, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, რომელსაც რთული მეტეოროლოგიური პირობები უფრო მეტად ართულებს.