ავიაკომპანია Lion Air-მა 2 თვის წინ ჩამოვარდნილი ბოინგის მეორე "შავი ყუთის" ძებნა შეწყვიტა. ამის შესახებ როიტერსი წერს. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, სამძებრო სამუშაოები 29 დეკემბერს შეჩერდა. ბოინგი 737 29 ოქტომბერს, ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან 13 წუთში, წყნარ ოკეანეში ჩავარდა. ბორტზე მყოფი 189 ადამიანიდან ყველა დაიღუპა. პირველი შავი ყუთი, კატასტროფიდან მოკლე დროში იპოვეს. მოერეს მოსაძებნად კი 2,6 მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი. გამოძიების ვერსიით, ავიაკატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური პრობლემები გახდა.