ავსტრალიაში ხანძრების გამო ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მეხანძრეები 130-ზე მეტ ხანძრის კერას ებრძვიან ქვეყნის აღმოსავლეთ ორ შტატში.
როგორც ადგილობრივი მთავრობა აცხადებს ქუინსლენდის შტატში ხანძრების სეზონი რთულად დაიწყო. ახალი სამხრეთ უელსის შტატში კი 58 ხანძრის კერაა, რომელმაც 100 000 ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორია მოიცვა.
სტიქიამ ათობით საცხოვრებელი სახლი უკვე გაანადგურა. ცეცხლს 300-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს ევაკუციაციის ბრძანებას და მითითებებს მიჰყვნენ.