ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გასულ წლებთან შედარებით უფრო ძლიერი ქარი და დაბალი ტემპერატურაა. ამასთნავე, ქვეყნის 3 შტატში თოვლი მოვიდა, რაც ავსტრალიაში იშვიათობას წარმოადგენს. მეორეოროლოგები აცხადებენ, რომ წელს ქვეყნის ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველზე ცივი ზამთარია.
ამასთანავე ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, როდესაც ფეხბურთის მატჩი თოვის დროს გაიმართა. ძლიერი თოვის შედეგად სიდნეიში გზების ნაწილი ჩაიკეტა და გადაადგილება შეფერხებით მიმდინარეობს.
ამასთანავე, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე აეროპორტებში ათობით ავიარეისი გადაიდო. სადენების დაზიანების გამო 10 000-მდე ოჯახს ელექტროენერგიას ამ დრომდე არ მიწოდება.
მეტეოროლოგების განცხადებით მომდევნო დღეებში ავსტრალიაში ტემპერატურა მოიმატებს.