სიდნეის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე ავსტრალიელი ვარსკვლავის, ნიკოლ კიდმანის გამოსახულება დახატეს. უზარმაზარი პორტრეტი ადგილობრივმა სტრიმინგ სერვისმა Binge-მა შეუკვეთა, რომელიც HBO-ს სერიალის The Undoing-ის დისტრიბუტორია. შოუში მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი და ჰიუ გრანტი ასრულებენ.