ავსტრალიის ზოოპარკში იშვიათი სახეობის მაიმუნი დაიბადა. მაიმუნი მამრობითი სქესისაა და ნარინჯისფერი ბეწვით გამოირჩევა. აღნიშნული სახეობის მაიმუნები მხოლოდ ჩინეთსა და ვიეტნამში ბინადრობენ, ბრაკონიერების გამო მაიმუნების ამ სახეობას გადაშენება ემუქრება. ამჟამად გარეულ ბუნებაში ამ სახეობის მხოლოდ 3000 წარმომადგენელი ბინადრობს. მაიმუნს ნარინჯისფერი ბეწვი მხოლოდ რამდენიმე კვირა ექნება, შემდეგ კი ის უფრო გამუქდება და ზრდასრულობაში შავი ფერის გახდება.