ვენაში ცხოველების უფლებების დაცვის მიზნით ახალი კანონპროექტი შეიმუშავეს.პროექტის მიხედვით, მეპატრონე თუ დღეში ერთხელ მაინც არ გაასეირნებს ძაღლს, ის შესაძლოა საპატიო მიზეზის არქონის შემთხვევაში, 2700 დოლარით დაჯარიმდეს.კანონპროექტის მიხედვით, მფლობელი დაჯარიმდება იმ შემთხვევაშიც თუ ძაღლს არ უზრუნველყოს წყლით, საჭმლით და თავშესაფრით. მეპატრონემ 2 საათი, მაინც უნდა დაუთმოს ოთხფეხა მეგობართან ერთად სეირნობას და თამაშს.