ავთანდილ წერეთელი პროკურატურის მიერ მისთვის წაყენებულ ბრალს დაუსაბუთებელს უწოდებს და აცხადებს, რომ არანაირ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. ამის შესახებ ბიზნესმენის ადვოკატმა პალიტრანიუსს განუცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, ავთანდილ წერეთელი ამ ეტაპზე ქვეყანაში არ იმყოფება, თუმცა დაბრუნების შემდეგ, საგამოძიებო უწყებაში მისვლას გეგმავს.
შეგახსენებთ, გამოძიება ავთანდილ წერეთელს "თიბისი ბანკის" ხელმძღვანელების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას ედავება.