გორთან, ავტობანზე მომხდარ ავარიას 21 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს კუთვნილი ავტომობილი ავტობანზე ავარიულ ზოლში ჰყავდა გადაყვანილი და საბურავს ცვლიდა, როდესაც მას მიკროავტობუსი დაეჯახა.ავარიის შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღო ორმა პირმა, რომლებსაც შესაბამის სამედიცინო დახმარება უტარდებათ.როგორც ”ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია ავარიაში მონაწილე მძღოლი, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.