დამოუკიდებლად ასუფთავებს. მოწყობილობა დამზადებულია კომპანია DeLaval-ის მიერ. ჯაგრისი ხეხავს ძროხას და მას ტალახსა და სიბინძურეს აშორებს, რაც საქონელს კანის დაავადებების განვითარებისგან იცავს. გარდა ამისა, როგორც მექნაიზმის შემქმნელები ამბობენ, მოწყობილობას აქვს გამაგრილებელი ეფექტი ზაფხულში. გამოკველევების შედეგად დამტკიცდა, რომ ჯაგრისით დამასაჟების შედეგად ძროხა მეტ რძელს იწველის. როგორც ამბობენ, გახეხვის პროცედურის დროს ძროხები მეტს მოძრაობენ, გაცილებით იშვიათად წვებიან მიწაზე და შესაბამისად ჯიქანი ნაკლებად ეხება ბაქტერიებს. გარდა ამისა, დაკვირვების შედეგად დაასკვნეს, რომ პროცედურა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ჯიქანში.
იდეის ავტორების თქმით, საქონლის მსგავსი მეთოდით მოვლა, სტრესისგან იცავს და მათ ნერვულ სისტემასა და განწყობაზე დადებითად მოქმედებს. დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ პროცედურა პირუტყვს სიამოვნებას გვრის. ავტომატური ჯაგრისის დიზაინი და მოძრაობის სიჩქარე შემუშავებულია ისე, რომ ის არ აზიანებს ძროხას და ჩერდება მყისიერად, როგორც კი წინააღმდეგობას იგრძნობს. მოწყობილობას აქვს ენერგიის დაზოგვის თვისება, შესაბამისად პროცედურის დასრულების შემდეგ ის 10 წამში თავისით ითიშება. გარდა ამისა საწმენდ ხელსაწყოს შეუძლია ყველანაირი კლიმატური პირობისა და ამინიდის გაძლება. მოწყობილობა არაერთხელ დაიტესტა სხვადსხვა მკაცრ კლიმატურ პირობებში და არაფერი დაზიანებია. ფერმერეფბს შეუძლიათ მისი ყოველდღიურად გამოყენება და ამგავარდ ცხოველების ბედნიერებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. კომპანია რეკომენდაციას უწევს ფერმერებს მოწყობილობა დაამონტაჟონ თავლაში ან ბოსელში, სადაც საქონელი მწკივში მოძრაობს. როგორც ამბობენ, მოწყობილობას შეუძლია დღეში 60-მდე ძროხის დავარცხნა და გასუფთავება, რაც უზრუნველყოფს საქონლის სისუფთავესა და სიჯანსაღეს. რაც მთავარია, DeLaval ამცირებს საქონლის მიერ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების შანსებს სხვა საგნებზე თვითნებურად ზურგის მოფხანვით. მოწყობილობის ნელი ძრავი და გახეხვის დაბალანსებული რეჟიმი ცხოველს სტრესისგან იცავს.