საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ჩატარება შესაბამის ვადებში, მანქანის რეგისტრაციის თარიღამდე კვლავ სავალდებულო ხდება. მძღოლებს, რომლებმაც 22 მარტიდან 22 მაისის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამო ავტომანქანის შემოწმება ვერ განახორციელეს, ტექინსპექტირების გასავლელად 2 თვის ვადა აქვთ. ტექინსპექტირებისას ავტომობილები მოწმდება შემდეგი ელემენტების მიხედვით: სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია, სამუხრუჭე აღჭურვილობა, საჭით მართვის სისტემა, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა, ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება, შასი და მისი შემადგენლები, სხვა მოწყობილობები და უარყოფითი ზემოქმედება, მათ შორის, გამონაბოლქვი.