ავტომობილებისა და მოტოციკლის რეექსპორტისას, დილერი აქციზის გადასახადს სრულად დაიბრუნებს. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, თანხის დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მეწარმე იმპორტირებულ საქონელს ექსპორტზე 90 დღის ვადაში გაიტანს. ცვლილება ძალაში 2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან შევა.
სტატისტიკის ეროვნული სასმახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივნისში რეექსპორტის მოცულობამ 260 მილიონ 500 ათასი დოლარი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ცნობით, 2018 წელს საქართველოდან ექსპორტზე სულ 54 ათას 502 ავტომობილი გავიდა, რაც 2017 წელთან შედარებით 85,7%-ით მეტია.