ავტომობილებში საბავშვო სავარძლების გამოყენება შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრებმა ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ საკანონმდებლო ინიციატივის წესით პარლამენტს უკვე წარუდგინეს.კერძოდ, პროექტის მიხედვით, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას.აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის თანახმად, რეგულაციები არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.ინიციატორების თქმით, პროექტის მომზადების დროს შესწავლილ იქნა ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება და სამართლებრივი რეგულაციები. მათივე ცნობით, კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს დარგის სპეციალისტებმა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა.