10:23
17 ნოემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ავტოპარკი 5,1%-ით გაიზარდა - რომელი ბრენდის ავტომობილებია პოპულარული საქართველოში?
13-08-2019

2018 წელს საქართველოში ავტოპარკი 5,1%-ით გაიზარდა და 1 მილიონ 321 ათას 569 ერთეული შეადგინა.  ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის მიხედვით, ავტოპარკის 82% მსუბუქი და მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილებს შეადგენს, რომელთა უმრავლესობა 30% - რუსი/ვერცხლისფერია, 17% კი თეთრი ფერისაა.

ამასთან, 2018 წლის მონაცემებით, რეგისტრირებული ავტომობილების 45,5%  20 წელზე მეტი ასაკისაა, 4-6 წლის ასაკის სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა კი მთლიანი ავტოპარკის 3,9%-ს შეადგენს.

რაც შეეხება პოპულარულ მოდელებს, შსს-ის მონაცემებით, 2018 წელს პირველ ადგილზე Opel Astra გავიდა, მას მოსდევს Mercedes-benz-ი, მესამე ადგილზე კი - Mercedes-benz C  გავიდა. მეოთხე და მეხუთე ადგილს კი Opel Vectra და Toyota Prius ინაწილებენ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები