საპარლამენტო უმცირესობის წევრის, აზერ სულეიმანოვის ინფორმაციით, მან და "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ რამდენიმე წევრმა პარტია დატოვა. როგორც სულეიმანოვმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ისინი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ბლოკში მყოფ პარტია "ევროპულ საქართველოს" შეუერთდნენ.