07:51
26 ოქტომბერი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მთიან ყარაბაღში ცეცხლის გახსნის შედეგად 10 მშვიდობიანი პირი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია - აზერბაიჯანი
29-09-2020

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მთიან ყარაბაღში ცეცხლის გახსნის შედეგად 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. უწყების ცნობით, დაღუპთა შორის, სკოლის ორი მოსწავლეა. მათივე ინფორმაციით, დაჭრილია 30 ადამიანი. ამ საკითხზე განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

„ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ გვაქვს დანაკარგები, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში. სამწუხაროდ, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი იზრდება. მოკლულია 10 სამოქალაქო პირი, მათ შორის, ერთი ოჯახის ხუთი წევრი,“, - განაცხადა ალიევმა.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, აზერბაიჯანელ ჯარისკაცებთან შეიარაღებულ დაპირისპირებას კიდევ 26 მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რაოდენობა საერთო ჯამში 84-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

AutoPlay
დავით სერგეენკო ტანვარჯიშის ეროვნულ ფედერაციას ესტუმრა
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა შინაგან საქმეთა მინისტრის სამეგრელოს რეგიონში ვიზიტს აფასებს
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
პანდემიის პირობებში მოქალაქეთა პირველ სამედიცინო დახმარებაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების 4500-მდე თანამშრომელი ზრუნავს
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
"ევროპული საქართველო" ანაკლიიდან ენგურის საოკუპაციო ხაზამდე საავტომობილო მარშს მართავს
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
კორონავირუსის გამო, საქართველოში თურქეთის საკონსულო დროებით მუშაობას აჩერებს
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები