აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად შუშა გამოცხადდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ იგეგმება ქალაქ შუშას ისტორიული იერსახის აღდგენა, აგრეთვე საერთაშორისო ასპარეზზე ქალაქის პოპულარიზაცია.
შეგახსენებთ, კონფლიქტის ზონაში მდებარე ქალაქი შუშა აზერბაიჯანის მხარემ 2020 წლის 8 ნოემბერს დაიკავა.