15:47
27 ოქტომბერი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
აზერბაიჯანის საელჩომ რუსეთის საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა
17-10-2020

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გერმანელებს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სოციალური კონტაქტები შეზღუდონ და მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება უკონტროლო არ გახდეს, ყოველ დღე მნიშვნელოვანია. მოგმართავთ, შეხვდით ნაკლებ ადამიანებს შინ და გარეთ. გთხოვთ, უარი თქვათ ნებისმიერ მოგზაურობაზე, წვეულებაზე, რომელიც ძალიან აუცილებელი არ არის. დარჩი სახლში, რამდენადაც შესაძლებელია”, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. გერმანიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 7 830 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 348 557-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში 9 767-ს მიაღწია.

AutoPlay
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტებიდან ერთი 34 წლის ქალია, რომელიც კლინიკა „ჯერარსში“ მკურნალობდა
გამოქვეყნდა 23 წუთის წინ
სომხეთში კორონავირუსის 1 600 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 26 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 31 წუთის წინ
საუდის არაბეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - ისლამის ტერორიზმთან დაკავშირების ნებისმიერ მცდელობას ვგმობთ
გამოქვეყნდა 32 წუთის წინ
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს სარაკეტო-საარტილერიო თავდასხმების განხორციელებაში ადანაშაულებენ
გამოქვეყნდა 34 წუთის წინ
"კლანი უნდა წავიდეს" - პარტია "სამართლიანობამ" მცხეთასა და ბათუმში საპროტესტო აქციები გამართა
გამოქვეყნდა 49 წუთის წინ
მცხეთაში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
გამოქვეყნდა 50 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები