აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა ტელეფონით ისაუბრეს და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს, - ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა ყველა უთანხმოების დიალოგის გზით გადაჭრის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობას.