სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მიერ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის ქალბაჯარის მონაკვეთზე განხორციელებული პროვოკაციის შედეგად აზერბაიჯანის არმიის ორი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ.
მათი ცნობით, ბასარკეჩარის რაიონის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიმართულებით განლაგებული საბრძოლო პოზიციებიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ქალბაჯარის რაიონის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.
„ამ მიმართულებით განლაგებული აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები ადეკვატურ საპასუხო მოქმედებებს ახორციელებენ. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ დაძაბულობის ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.