აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ქალბაჯარის რაიონის მიმართულებით, ცეცხლი გაუხსნა. მათივე ინფორმაციით, არც ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო არ დაღუპულა, ან დაშავებულა.
„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სომხური მხარე მიზანმიმართულად ატარებს ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვარზე სიტუაციის გამწვავების პოლიტიკას და ახორციელებს სამხედრო პროვოკაციებს არჩევნებამდე. მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა სომხურ მხარეს ეკისრება,“- აცხადებენ უწყებაში.