აზერბაიჯანში სატვირთო ავტომობილისა და სამგზავრო ავტობუსის შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 13 კი მძიმედ დაშავდა, - ინფორმაციას რუსული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი-მარდაკანის გზატკეცილზე მოხდა.
"წინასწარი მონაცემებით, 5 ადამიანი დაიღუპა უბედური შემთხვევის შედეგად, 10-ზე მეტი კი მძიმედ არის დაშავებული“ - განაცხადა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად 21 ადამიანია ჰოსპიტალიზებული.
წინასწარი ინფორმაციით, შეჯახება მაშინ მოხდა, როდესაც სატვირთო ავტომობილის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა.