აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა 114 მილიონი დოლარის სესხის გამოყო ბათუმის შემოვლითი გზის პროექტისთვის. ეს პირველი სესხია, რომელსაც ბანკი საქართველოს აძლევს. სესხის დაფინანსება აზიის განვითარების ბანკის მეშვეობით მოხდა. საერთო ჯამში, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი საქართველოში, ტაჯიკეთსა და ინდოეთში პროექტების განხორციელების მიზნით ორი სესხი და 324 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სააქციო ინვესტირება დაამტკიცა.