23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გარდაცვლილის კუთვნილი კომპიუტერის სკანირების შედეგების გასაცნობად ექსპერტიზის ბიუროში შევიდა.
უფლებადამცველის თქმით, დეშიფრირების პროცესი დასრულდა და ახლა ის ელოდება ექსპერტებისგან ინფორმაციას იმ ფაილების შესახებ რომელთა წაკითხვაც უკვე მოხერხდა. მისივე თქმით მასალა ძალიან დიდია და მისი დეტალური შესწავლის შემდეგ გაირკვევა რა ინფორმაცია ინახება ბაჩალიაშვილის პერსონალურ კომპიუტერში.
მიხეილ რამიშვილი დღეს გამომძიებელსაც შეხვდება იმის გასარკვევად, როდის იქნება ცნობილი ჩატარებებული სხვა სახის ექსპერტიზის პასუხები.